მედია ანონსი
7 დეკემბერი,2010
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობა
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
sbalavadze@bog.ge
"საქართველოს ბანკმა" ხელი მოაწერა სასესხო ხელშეკრულებას აზიის განვითარების ბანკთან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით
[PUBLICITY.GE] თბილისი,7 დეკემბერი, 2010 წელი - თბილისი - 7 დეკემბერი, 2010 - სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. ფინანსური რესურსი, რომელიც 5 წლის ვადით გამოიყო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების დაფინანსებას მოხმარდება.
"მოხარული ვარ, რომ "საქართველოს ბანკმა" დაასლრულა მისთვის მეორე ტრანზაქცია აზიის განვითარების ბანკთან. ამ ფინანსური რესურსის მიღება, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის "საქართველოს ბანკის" შესაძლებლობას დააფინანსოს მცირე და საშუალო ბიზნესი, დროულია, რამეთუ ბანკის სტრატეგია მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ზრდასა და ბაზრის ამ სეგმენტზე "საქართველოს ბანკის" პოზიციის შემდგომ გამყარებაზე. ასევე სიამოვნებით ავღნიშნავ, რომ ხსენებულ ტრანზაქციასთან ერთად, "საქართველოს ბანკმა" საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან წელს, საერთო ჯამში 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრძელვადიანი დაფინანსება მოიზიდა. მინდა მივულოცო ჩვენი ფინანსური რესურსების მოზიდვის გუნდს წლევანდელი წარმატებული მუშაობა. ADB-თან და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან შემდგომ თანამშრომლობას მომავალშიც ველით", განაცხადა ირაკლი გილაურმა, "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.